Thumbnail
  • საქართველო 75:50 აზერბაიჯანი
  • ქართველებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრა გამართა. ქართველმა კალათბურთელებმა B დივიზიონის მეხუთე შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებს მოუგეს - 75:50.

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, რატი ანდრონიკაშვილმა 26 წუთში 15 ქულასა და 6 პასს მოუყარა თავი. დავით კაკუშაძე საუკეთესო იყო - მის ანგარიშზე 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრაა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 3 აგვისტოს გამართავს. ქართველთა მეტოქე შვეიცარია იქნება, რომელმაც A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ქართველი კალათბურთელები 17-24 ადგილებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები