Thumbnail
  • გიორგი აბურჯანია სევილიადან ლუგოში გადავიდა
  • ერთი სეზონი ლა ლიგა 2-ის კლუბში

სევილია ერთი სეზონით შეელია გიორგი აბურჯანიას და ის იჯარით გალისიურ ლუგოში გაუშვა, ტრანსფერი, რომლის შესახებაც ბოლოს ესპანეთში ბევრს ლაპარაკობდნენ, დღეს გაოფიციალურდა.

23 წლის აბურჯანია სეზონის ბოლომდე ლა ლიგა 2-ის გუნდისთვის გაირჯება. შეგახსენებთ, რომ გიორგი სევილიამ ხიმნასტიკიდან დაახლოებით მილიონ ევროდ გადაიყვანა, რაც 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონის რეკორდული ტრანსფერი იყო სეგუნდა დივიზიონის (ლა ლიგა 2) კლუბისთვის. 

გიორგი აბურჯანიას ოფიციალური პრეზენტაცია 6 აგვისტოს გაიმართება. სხვათა შორის, გიორგის ოფიციალურ საიტზე გალისიურად და არა ესპანურად (BENVIDO) მიესალმნენ. გასული სეზონი გიორგი აბურჯანიამ სევილიას სარეზერვო გუნდში, სევილია ატლეტიკოში გაატარა, მაგრამ ეს გუნდი ლა ლიგა 2-დან გავარდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები