Thumbnail

კარგი ამბავი ტოკიოდან - ტოჩინოშინმა ვარჯიში განაახლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი ვარჯიშს შეუდგა
  • სექტემბრის ბაშო 9-23 სექტემბერს გაიმართება

 

სექტემბრის ბაშოსთვის ტოჩინოშინი მზად უნდა იყოს

nikkansports.com-ის ინფორმაციით, ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ვარჯიში განაახლა!

30 წლის ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოს მე-6 დღეს (როცა 5-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერი იყო) დაშავდა, მან ფეხზე მყესი გაიწყვიტა და მას შემდეგ მკურნალობდა. ქართველ სუმოისტს მისთვის სადებიუტო ბაშოს (ჩემპიონის რანგში) დარჩენილი ორთაბრძოლების გამოტოვება მოუწია (5-10 ბალანსი ჩაეთვალა), რის გამოც ახლა ოძეკის ტიტული დასაცავი აქვს. 

სუმოისტები ზაფხულის ტურზე იმყოფებიან, ტოჩინოშინი ტრავმის გამო მათ ვერ გაყვა. მან ტოკიოში კასუგანოს კლუბის დარბაზში დაიწყო ვარჯიში. 

აკი ბაშო 9-23 სექტემბერს ტოკიოში გაიმართება

"როცა თავს ძალას ვატან, ტკივილს ვგრძნობ, თუმცა რა შედარებაა, ახლა ნამდვილად უკეთ ვარ. ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ, არ ავჩქარდებით", - აცხადებს ტოჩინოშინი, რომელიც ჯერ მსუბუქ, უკონტაქტო ვარჯიშებს აკეთებს. ქართველი სუმოისტი ზაფხულის ტურნეზე ჩართვას აგვისტოს შუიდან აპირებს, თუკი ფეხი ამის საშუალებას მისცემს. 

წლის მე-5 სუპერტურნირი, აკი ბაშო (შემოდგომის ბაშო) ტოკიოს "კოკუგიკანში" 9-23 სექტემბერს გაიმართება. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი (მინიმუმ 8 მოგება) ესაჭიროება, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები