Thumbnail

ლუკას დინი ევერტონში! ყოფილი ბარსელონელი პრემიერლიგაში ითამაშებს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფრანგი კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს
  • ყოფილი ბარსელონელი ევერტონის მეორე ტრანსფერია...

ევერტონმა ბარსელონას მარცხენა მცველი - ლუკას დინი დაიმატა, ფრანგი მერსისაიდელებმა £18 მილიონად შეიძინეს.

25 წლის მოთამაშემ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დინი მარკო სილვას მეორე შენაძენია, მასშემდეგ რაც პორტუგალიელმა უოტოფრდიდან რიჩარლისონი გადაიბირა.

"ევერტონი დიდი გუნდია, დიდი ისტორიით და მინდა თავი აქ კარგად წარმოვაჩინო..." აცხადებს დინი. "მინდა პრემიერლიგა გავიცნო - მსოფლიოში ალბათ საუკეთესო ლიგა!"

დინი პარი სენ ჟერმენმა ლილიდან 2013 წელს შეიძინა, შემდეგ კარიერა რომაში განაგრძო, ხოლო ბოლო 2 სეზონი ბარსელონაში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები