Thumbnail

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა | ევროპაბეთი ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო გუნდია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ევროპაბეთი - კრედო ბანკი 2:1
  • გოლები: '20 მამარდაშვილი (1:0), '32 ლობჟანიძე  (2:0), '38 ქორჩილავა (2:1)

ევროპაბეთი ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო გუნდია! ამ წოდების მოპოვება, კრედო ბანკთან ფინალურ დაპირისპირებაში მინიმალური სხვაობით მოგების შედეგად მოხერხდა. სანახაობრივ და დაძაბულ გადამწყვეტ მატჩში გატანის შანსი ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა, პირველი ნახევრის განმავლობაში კრედო განსაკუთრებულად აქტიურად უტევდა, თუმცა ემზარ ბითიევმა საოცარი სეივები აკეთა - აქტიურად მოთამაშე ლევან ჩიხრაძესა და მის თანაგუნდელებს გოლი არ გაატანინა.

მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში ევროპაბეთმა მეტოქის კარი ორჯერ აიღო. პირველი გოლის ავტორი გოგა მამარდაშვილი გახდა, მეორე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამარჯვების ბურთი მიხეილ ლობჟანიძის ანგარიშზე ჩაიწერა. კრედომ ერთი ბურთი გაქვითა, ბითიევისთვის მეორედ გატანა გუნდმა ვერ მოახერხა. 2:1.

ევროპაბეთი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე 2014/15 წლებიდან ასპარეზობს. სადებიუტო სეზონში გუნდი ოქროს ლიგის ფინალში დამარცხდა, გასულ სეზონში კი კორპორატიული თასის ფინალი პატრულთან დათმო. გადამწყვეტი მატჩის თავის სასარგებლოდ დასრულება ევროპაბეთმა მესამე ჯერზე მოახერხა!

ფინალურ მატჩზე ტრიბუნა ბოლომდე შეივსო

კრედო ბანკისთვის ეს მეორე წაგებული საჩემპიონო მატჩია. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველად კრედომ 2013/14 წლების სეზონში იასპარეზა, 2015 წელს ვერცხლის ლიგის ფინალი წააგო.

მატჩის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც საიუბილეო სეზონის ვერცხლის ლიგის შვიდი გამორჩეული ფეხბურთელი დასახელდა. 

შვიდიდან სამ ნომინაციაში საუკეთესოებად ევროპაბეთის მოთამაშეები ცნეს: საუკეთესო მცველი ვახტანგ ფოლადაშვილი გახდა, საუკეთესო უნივერსალი მიხეილ ლობჟანიძე, ლიგის საუკეთესო მოთამაშე კი გუნდის კაპიტანი გოგა მამარდაშვილი.

ვახტანგ ფოლადაშვილი (მარცხნივ) ლიგის საუკეთესო მცველი გახდა

დანარჩენი ნომინაციები: საუკეთესო მეკარის პრიზი McGill-ის გოლკიპერს ალექსანდრე ჯავახიშვილს ერგო, საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი კროკობეთის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან კოპალიანს გადაეცა. საუკეთესო ასაისტენტი კრედოს კაპიტანი ლევან  ჩიხრაძეა. 28 გატანილი გოლით ბომბარდირობა ასევე კრედოს მოთამაშემ, ვალერი ზანგურმა გაიფორმა.

ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო გუნდი!

 

კომენტარები

ბოლო ამბები