Thumbnail
  • Eurohoops-ის ცნობით, თორნიკე შენგელია 4-წლიან კონტრაქტს აწერს ხელს
  • NBA-ს კლუბებს მისი გამოსყიდვა ძალიან გაუჭირდებათ

Eurohoops-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბასკონია და თორნიკე შენგელია ახალ, მეგა-კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ქართველი კალათბურთელი ესპანეთში რჩება და NBA-ში აღარ მიდის. 

ახალი კონტრაქტით შენგელია 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება ბასკონიაში. ახლანდელ ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს გასდის. ასე რომ, კონტრაქტს ორი წელი ემატება, თუმცა მთავარი ისაა, რომ პირობები უმჯობესდება და კონტრაქტი დაარეგულირებს იმას, რომ ქართველი ოკეანესგაღმა არ გადავიდეს - ამერიკული კლუბებისთვის მისი გამოსასყიდი თანხა საკმაოდ სოლიდური იქნება.

შენგელია ხელს ევროლიგის კლუბებში ერთ-ერთ ყველაზე დიდშემოსავლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც ბასკონიას ისტორიაში რეკორდული იქნება. შეგახსენებთ, რომ ამერიკიდან დაბრუნებული შენგელია ბასკონიაში 2014 წელს გადავიდა. ის ახლა გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერია. გასულ სეზონში ის ევროლიგისა და ACB ლიგის სეზონის სასტარტო ხუთეულში დაასახელეს. 26 წლის კალათბურთელი ევროლიგაში საშუალოდ 13.7 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.2 პასს აკეთებდა. 

კონტრაქტის ფინანსურ დეტალებს Eurohoops არ ასახელებს. შენგელია ფინიქს სანს სურს, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი წვრთნის. მისით ასევე დაინტერესებულნი არიან ევროგრანდები ოლიმპიაკოსი და მოსკოვის ცსკა. 

კომენტარები

ბოლო ამბები