Thumbnail

ლოკომოტივს დახმარება სჭირდება! ჩემპიონი შესაძლოა ევროტურნირის გარეშე დარჩეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის მიმართვა საზოგადოებას
  • საქართველოს ჩემპიონს ფინანსური დახმარება სჭირდება

სარაგბო კლუბ ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ბენდიაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ლოკომოტივის ჩემპიონობაზე და ჩელენჯ ქაფზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

ბენდიაშვილმა აღნიშნა, რომ ლოკომოტივმა დიდი პაუზის შემდეგ მოახერხა ჩემპიონობა და კლუბს შანსი აქვს, რომ ჩელენჯ ქაფის ძირითად ეტაპზე მოსახვედრა იბრძოლოს, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ ჰყოფნის, რისთვისაც ქართველი მწვრთნელი რაგბის მოყვარულებს, ბიზნესმენებსა და მთავრობას დახმარებას სთხოვს.

ლოკომოტივის მწვრთნელის აზრით, თბილისური კლუბი დაამტკიცებს, რომ არამარტო სანაკრებო, არამედ ქართული საკლუბო რაგბიც აკმაყოფილებს მსოფლიო რაგბის მაღალ სტანდარტებს.

თემურ ბენდიაშვილის მიმართვის სრული ტექსტი

„ლოკომოტივის“ გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ბენდიაშვილის მიმართვა...

Posted by Temuri Bendiashvili on სამშაბათი, 31 ივლისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები