Thumbnail

U 18 | საქართველო ბელგიასთან დამარცხდა - 31 ქულით წაგებული მესამე მეოთხედი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 65:83 ბელგია
  • მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანია

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრა წააგო. B დივიზიონის მეოთხე შეხვედრაში ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდმა ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელები ამჯერად ბელგიასთან, 83:65 დამარცხდნენ.

საქართველომ პირველი ტაიმი ათქულიანი უპირატესობით, 41:31 მოიგო. ბელგიელებმა მესამე პერიოდი 36:5 მოიგეს, რითიც მატჩის გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს.

ეროვნული ნაკრების კალათბურთელს, რატი ანდრონიკაშვილს შეხვედრაში მონაწილოება არ მიუღია. საბა გიგიბერიამ 15 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა, ხოლო ლუკა მაზიაშვილი 13 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბოლო მეტოქე აზერბაიჯანი იქნება. შეხვედრა პირველ აგვისტოს გაიმართება, რის შემდეგაც 18-წლამდელები 17-24 ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები