Thumbnail
  • სან ხოსეს ოფიციალურმა საიტმა ვაკო ყაზაიშვილს სტატია მიუძღვნა
  • ქართველი ლეგიონერი ბავშვობაზე, სამშობლოსა და საფეხბურთო კარიერაზე

სან ხოსე ერზკვეიკსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია "ახლოს გავიცნოთ ვაკო", რომელიც გუნდის ქართველ ლეგიონერ ვაკო ყაზაიშვილს ეხება. ვაკო პირველი ქართველია MLS-ში, ის კალიფორნიულ კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, თუმცა ვაკო უკვე აღარ არის მარტო - ისევე, როგორც არნემის ვიტესში და საქართველოს ნაკრებში, სან ხოსეშიც გურამ კაშია ვაკოს თანაგუნდელი გახდა. 

სიტყვაძუნწი

ვაკოს ხშირად ნახავთ მარტოს

"ერზკვეიკსის ქართველი ნახევარმცველი სიტყვაძუნწია. მისი რბილი ხასიათი ცნობილია, ვაკოს ხშირად ნახავთ გასახდელში მარტოს მჯდომარეს. ეს ჩაკეტილობა მას ხშირად ეხმარება მოედანზე, რადგან ხანდახან მეტოქის მცველები და ნახევარმცველები არ ელიან, რომ ვაკო შეიძლება ასე მოხერხებული და ფეთქებადი იყოს მოედანზე.

მისი ცხოვრება მოედანს გარეთ იმ ცვლილებებით არის განპირობებული, რაც ვაკოს ადრეულ ასაკში გადახდა - ის, რომ საფეხბურთო კარიერის ასაწყობად ადრიანად მოუწია ჰოლანდიაში გადაბარგება. გავლენა იქონია პოლიტიკურმა პროცესებმაც საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა და დემოკრატიის გზას დადგა. ამდენი ცვლილების მიუხედავად, სწორედ ოჯახი არისთვის ვაკოსთვის უპირველესი. 

ვაკო: "ჩემი გოგონა, მეუღლე, მშობლები, ძმა და მთელი ოჯახი ჩემი ცხოვრების უმთავრესი ხალხია" 

ვაკო თბილისის ერთ-ერთ უბან საბურთალოზე იზრდებოდა და მთელ დროს ბავშვებთან ერთად ფეხბურთის თამაშში ატარებდა. ვაკოს დედა ლია ქართულის მასწავლებელია, მამა გელა ინჟინერი, მისი ძმა ვაკოზე წელიწად-ნახევრით უმცროსია. 

"ყოველდღე ეზოში ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. როცა შვიდი წლის ასაკში პირველად შევედი ფეხბურთზე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ცნობილი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ჩემი კერპი ალესანდრო დელ პიერო იყო, იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ტურინის იუვენტუსში თამაშობდა. ჩემი ოცნება იყო, ისე მეთამაშა, როგორც მას".
სწორედ ეზოში, უბანში გაიცნო მან მომავალი მეუღლე გვანცა.

"ჩვენ ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით. ერთ უბანში ვცხოვრობდით, 2-3 წლის განმავლობაში ერთმანეთი არ გვინახია, მერე კი ისევ შევხვდით. მახსოვს, მესიჯი მივწერე და ამის მერე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მაშინ 17 წლის ვიყავით, 18 წლის ასაკში კი დავქორწინდით.

მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი

ვაკო კალიფორნიაში თავს ბედნიერად გრძნობს

ახლა ვაკოს და გვანცას სამი წლის გოგო ჰყავთ, რომელსაც ემილია ჰქვია: "სულ თამაში უნდა, ვერცხლისწყალივით მოძრავია, თუ 5-10 წამის განმავლობაში არ ჩანს, ესე იგი რაღაცას აშავებს. ფეხბურთის თამაშსაც ცდილობს. როცა ტელევიზორში ფეხბურთს ხედავს იძახის - მამა, მამა".

ვაკო უკვე 22 წლის ასაკში გახდა მამა, 17 წლის ასაკში ოჯახიდან შორს წასვლა მოუწია, მან სამშობლო დატოვა და ჰოლანდიაში გაემგზავრა ვიტესში სათამაშოდ. 

"ძალიან ძნელი იყო ეს ჩემთვის, ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი რამ არ ვიცოდი. მით უმეტეს, ძნელია, როცა სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გადადიხარ. ძალიან გამიმართლა, რადგან ვიტესში ქართველი პრეზიდენტი გვყავდა და ორი თანამემამულეც მყავდა გუნდში გიორგი ჭანტურია და გურამ კაშია, ვიტესში სამი ქართველი ვთამაშობდით".

ჭანტურია და ყაზაიშვილი ერთმანეთს 10 წლის ასაკიდან იცნობენ, კაშიასთან ერთად მათ ერთი ქართული საძმო შექმნეს ვიტესში. თავისუფალ დროს ისინი PlayStation-ს და ჩოგბურთს თამაშობდნენ. ერთი წლის მერე გვანცამ ვაკოს ჰოლანდიაში ჩააკითხა.

დამოუკიდებლობა და ომი

ყაზაიშვილი და კაშია, ისევ ერთად

ბოლო წლებში ვაკოსთვისაც და ბევრი ქართველისთვის არ არის უცხო სიახლეებთან შეგუება, რადგან ქვეყამაშიც სერიოზული ცვლილებები ხდება. ვაკო სულ რაღაც ორი წლის იყო, როცა საქართველომ საბჭოთა კავშირს დააღწია თავი 1991 წლის აპრილში და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ამის მერე იყო პროდასავლური უსისხლო ვარდების რევოლუცია 2003 წელს და ხანმოკლე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში.

"არ ვიცი, რა ხდებოდა 90-იანი წლების წინ, მაგრამ ახლა ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. საქართველო უძველესი ქვეყანაა, რომელიც ბოლო წლებში საბჭოთა კავშირში შედიოდა. 

"ჩემს ბავშვობაში არაფერს შევცვლიდი. 2008-ში რუსეთთან ომი გვქონდა, თუ მანანდე რუსულს სკოლებშიც სწავლობდნენ და რუსულ სიტყვებსაც ვიყენებდით, ომის მერე ჩვენი ქვეყანა უფრო ევროპულ გზას დაადგა".

მორიგი ოდისეა

ვიტესის შემდეგ ვაკო იჯარით პოლონურ ლეგიაში გადავიდა, მაგრამ იქ მას კიდევ უფრო მეტი გამოცდა ელოდა.

"ჰოლანდიაში უკვე ოჯახიც მყავდა და მეგობრებიც, ამიტომაც პოლონეთში გადასვლა ჩემთვის ძნელი იყო. ყველა შემთხვევაში რთულია იყო მარტო შენთვის ახალ ქვეყანაში. კიდევ უფრო ძნელი იყო ეს ჩემთვის, რადგან ლეგიაში საუკეთესო თვისებები ვერ გამოვავლინე. თუმცა საკმაო გამოცდილება მივიღე, რაც შემდეგში გამომადგა. მას მერე აქ გადმოვედი და ძალიან ბედნიერი ვარ".

ზუსტად ისე, როგორც PlayStation-ში

ვაკომ ერთი ოცნება დიდი ხანია აისრულა - ის ნაკრების წევრია

თავის კარიერაში ვაკომ რამდენიმე ოცნება უკვე აისრულა, ერთ-ერთი ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო. 2014 წლის მარტში მან პირველად მოირგო ნაკრების მაისურა ლიხტენშტაინთან 2:0 მოგებულ მატჩში. მას სურდა, რეალის წინააღმდეგ თამაში და ეს ოცნებაც აუხდა.

"ფიფას თამაში მიყვას PlayStation-ში და 2 წლის წინათ მე უკვე რეალურად ვთამაშობდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალის წინააღმდეგ, ზუსტად ისე მოხდა, როგორც PlayStation-ში. მოედანზე უამრავი სუპერვარსკვლავი იყო".

ახლა ვაკო თავის ოცნებების ახდენას სან ხოსეში თამაშით აპირებს. გვანცა და ემილია მის ყოველ საშინაო თამაშს ესწრებიან. ხოლო ოჯახის სხვა წევრები საქართველოში ინტერნეტის წყალობით ადევნებენ ვაკოს თამაშს თვალს".  

კომენტარები

ბოლო ამბები