Thumbnail

ფეხბურთით ცოცხლობს - კომაში მყოფ აიაქსის ფეხბურთელს რეაქცია მხოლოდ ბურთზე აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აბდელჰაკ ნური 2017 წლის ივლისის შემდეგ უგონო მდგომარეობაშია და სიცოცხლეს ებრძვის.
  • პარალიზებულ ბიჭს ექიმებმა  ტესტი ფეხბურთის ბურთით ჩაუტარეს.
  • 20 წლის ნური ჯერ ისევ ფეხბურთით ცოცხლობს…

ამსტერდამის აიაქსის ყოფილი ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური, რომელიც ამხანაგურ მატჩში შეუძლოდ გახდომის შემდეგ, კომატოზურ მდგომარეობაშია, მედიკოსებმა სპეციალური ტესტი ჩაუტარეს. როგორც The Mirror იუწყება, კვლევის შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა.

ექიმები უგონოდ მყოფ ფეხბურთელს მკერდზე სხვადასხვა ნივთებს ადებდნენ და უმოწმებდნენ რეაქციას.

აბდელჰაკმა გაიღიმა, როდესაც მკერდზე ფეხბურთის ბურთი დაადეს, იქამდე კი სხვა ნივთებზე რეაქცია არ ჰქონია.

ამ ფაქტმა ფეხბურთელის ახლობლებს იმედი ჩაუსახა. “სასიამოვნოა, რომ მას კვლავ უყვარს ფეხბურთი და ბოლომდე იბრძვის, სამწუხარო ისაა, რომ ის ვეღარასდროს ითამაშებს”, - თქვა ნურის მამამ.

აბდელჰაკ ნურის აიაქსის მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წლის ოქტომბერში ჰქონდა. საბედისწერო შემთხვევა კი 2017 წლის 8 ივლისს, ვერდერთან ამხანაგური შეხვედრის დროს მოხდა. ნურიმ მოედანზე გონება დაკარგა. ექიმებმა პირველი დახმარება მას ადგილზე ჩაუტარეს, რის შემდეგაც შვეულმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეუძლოდ გახდომის მიზეზად გულის არითმია დასახელდა, რამაც საბოლოოდ თავის ტვინში დაზიანებები გამოიწვია. ყოფილი ფეხბურთელი აქამდე ხელოვნურ კომაში იმყოფება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები