Thumbnail

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა | შემოსავლების სამსახური ვერცხლის ლიგის ჩემპიონია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შემოსავლების სამსახური - მერია 3:2
  • გოლები: '21 წერეთელი (0:1) '25 თოფურია (0:2) , '31 ტერაშვილი (1:2), '36 მეკოკიშვილი (2:2), '36 ხუნდაძე (2:3)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შემოსავლების სამსახურის გუნდი თბილისის მერიას დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩი საინტერესო გამოდგა, 26-ე წუთზე მერია ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში RS-ის ფეხბურთელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება. ლაშა ტერაშვილმა, დავით მეკოკიშვილმა და იასონ ხუნდაძემ მეტოქეს თითო ბურთი გაუტანეს და სეზონის მთავარი მატჩიც შემოსავლების სამსახურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინანსისტებისთვის ეს ლიგის ისტორიაში პირველი ტიტულია. მერიამ ბოლო სამი სეზონის განმავლობაში უკვე მეორე ფინალი დათმო.

პრიზიორი გუნდები თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა დააჯილდოვეს. დასახელდნენ მეათე საიუბილეო სეზონის ვერცხლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები.

საუკეთესო მეკარის პრიზი შემოსავლების სამსახურის გოლკიპერს მერაბ წერეთელს ერგო, საუკეთესო მცველი თბილისის მერიის ფეხბურთელი ზურა თარაშვილი გახდა, საუკეთესო  თავდამსხმელად ჩემპიონი გუნდის კაპიტანი დავით მეკოკიშვილი, საუკეთესო უნივერსალად კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის კაპიტანი დავით იობიძე დასახელდნენ. საუკეთესო ასისტენტი11 პასით ირაკლი ბურჭულაძე, საუკეთესო ბომბარდირი კი 18 გატანილი გოლით გური გოგიჩაიშვილი გახდა. ვერცხლის ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მერიის ლიდერი, მიხეილ თოფურია იქნა შერჩეული.

მომზადებულია sbm.ge-ს მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები