Thumbnail

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა | PSP ლიგის თასის გამარჯვებულია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • PSP - პატრული 6:1
  • გოლები: '4 სარდანაშვილი (1:0), '8 გოგიჩაიშვილი (2:0), '21 რაქვიაშვილი (2:1) '21 კუჭაშვილი (3:1), '29 ღურბელეიშვილი (4:1), '29 '30 აფციაური (5:1, 6:1)

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ლიგის თასის მიმდინარე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც PSP - პატრულს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 6:1 დაამარცხა. ბესიკ არველაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე ჯილდო მოიპოვა. პატრული თასის მოქმედი მფლობელი იყო, PSP-ს კი აღნიშნული ტიტული აქამდე არასდროს ჰქონდა მოგებული.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ კოპლატაძე  (PSP) დასახელდა, ტურნირის  ბომბარდირი ნიკოლოზ კურტანიძე (PSP, 6 გოლი) გახდა.

PSP და პატრული ერთმანეთის პირისპირ ოქროს ლიგის ფინალშიც წარსდგებიან. ფარმაცევტები ლიგის ისტორიაში პირველად, ერთ სეზონში სამი ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან, პატრული კი ოლიმპიური სასახლის პარკეტზე რევანშის ასაღებად გავა. ფინალური შეხვედრა 2 აგვისტოს გაიმართება, მატჩი 20:30-ზე დაიწყება.

PSP სეზონში მესამე ტიტულის მოგებასაც შეეცდება

მომზადებულია sbm.ge-ს მიხედვით

კომენტარები

ბოლო ამბები