Thumbnail

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გურამ კაშია... | ქართველი მცველი MLS-ის კვირის რჩეულებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გურამ კაშიამ MLS-ში ჯერ სულ მეორე მატჩი ჩაატარა და ყურადღება უკვე დაიმსახურა
  • სან ხოსეს ქართველი მცველი MLS-ის კვირის გუნდში, სათადარიგოთა შორის მოხვდა
  • ტურის საუკეთესო მოთამაშე კი, რა თქმა უნდა, ზლატანია!

საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია, რომელიც ამ ზაფხულს არნემის ვიტესიდან ამერიკულ სან ხოსეში გადავიდა, MLS-ის კვირის სიმბოლურ გუნდში, სათადარიგოთა შორის მოხვდა.

31 წლის მცველმა MLS-ში თავისი მეორე მატჩი 29 ივლისს, რეალ სოლტ ლეიკთან ჩაატარა. კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა საშინაო შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა, ქართველმა ფეხბურთელებმა კი შეუცვლელად ითამაშეს. 

ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ MLS-ში ერთად მეორედ ითამაშეს

სწორედ ამ მატჩში დამაჯერებლი გარჯის წყალობით, კაშია MLS-ის კვირის რჩეულთა შორის მოხვდა, რომელსაც ტრადიციულად Audi წარმოადგენს.

სიმბოლური ნაკრები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ხოსეფ მარტინესი, მაიკლ ბარიოსი, სებასტიან ჯოვინკო, ბორჟელ დოჩკალი, რასელ კანაუსი, ალფონსო დეივისი, ჰარისონ აფული, კრის მავინგა, კიმ კი-ჰი, სტეფან ფრეი.

მწვრთნელი: ბრაიან შმეცერი (სიეტლ სონდერსი).

სათადარიგოები: შონ ჯონსონი, გურამ კაშია მეტ ჰეჯესი, მაქსი მორალესი, მატრიკ მალინსი, ბრედლი რაიტ-ფილიპსი, ფანდედო ადი.

Audi Player Index-ის თანახმად, MLS-ის კვირის მოთამაშედ ლოს ანჯელეს გელექსის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასახელდა, რომელმაც ბოლო ტურში ორლანდოსთან ჰეთ თრიქი მიითვალა და თავის გუნდს ანგარიშით 4:3 მოაგებინა. მისმა ინდექსმა 2065 ბალი შეადგინა, რაც MLS-ში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ქართველების გუნდს MLS-ში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, 2 მოგება, 7 ფრე და 12 მარცხი აქვს და 13 ქულით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს სან ხოსე 5 აგვისტოს, სტუმრად დალასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები