Thumbnail

მეგა-ხელფასი დე ბრუინს - რეალში, ბარსაში, ან პსჟ-ში რომ არ წავიდეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ სიტის წარმატებები დე ბრუინის დამსახურებაა.
  • ბელგიელს ხელფასს გაუზრდიან.
  • კევინი ახლა 75 მილიონადაა შეფასებული.

მანჩესტერ სიტის ზღაპრული წარმატებები მხოლოდ პეპ გვარდიოლას დამსახურება როდია. ფეხბურთელებიდან პირველ რიგში კევინ დე ბრუინზე ითქმის. ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შესანიშნავ ფორმაშია. იმისათვის, რომ დე ბრუინმა რეალში, ბარსელონაში, ან პსჟ-ში გადასვლაზე არ იფიქროს, სიტის ხელმძღვანელები მისთვის ხელფასის გაზრდას აპირებენ.

ინგლისური სპორტული მედიის ინფორმაციით, გვარდიოლა მზადაა, დე ბრუინს მეგა-ხელფასი დაუნიშნოს!

“მირორის” ცნობით, სიტი დე ბრუინს კონტრაქტის ნაადრევად გახანგრძლივებას შესთავაზებს. თანხმობის შემთხვევაში, ბელგიელის ხელფასი კვირაში 280 000 ევრომდე გაიზრდება. თუ ასე მოხდა, დე ბრუინი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

26 წლის დე ბრუინს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა აქვს. დღესდღეობით ბელგიელი 75 მილიონ ევროდაა შეფასებული.

გუშინ, მანჩესტერ სიტიმ ლიგის თასზე ლესტერი პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები