Thumbnail
  • ლევან შენგელია ტუბიცეს დაემშვიდობა
  • ჯერ უცნობია, სად გადავა ქართველი ლეგიონერი

ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის ტუბიცეს რიგები დატოვა 22 წლის ქართველმა ფორვარდმა ლევან შენგელიამ. dhnet.be-ს ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა უამბო, შენგელიას მომავალი გუნდი ჯერჯერობით უცნობია.

ლევან შენგელია ტუბიცეში 2015 წელს გადავიდა ფოთის კოლხეთიდან. პირველ სეზონში მან 26 მატჩში 2 გოლი გაიტანა, მერე 14 მატჩში 1 გოლი და იჯარით სამხრეთკორეულ დაეჯეონ სიტიზენში გადავიდა, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი გამოუვიდა - 28 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის ტუბიცეს დაუბრუნდა, თუმცა ბელგიურ კლუბთან დამშვიდობება მოუწია.

შენგელია საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრია. ახალგაზრდულ ნაკრებში მან 4 თამაშში 1 გოლი გაიტანა (სან მარინოს კარში). 

შეგახსენებთ, რომ ბელგიური ელიტის გენტში სამი ქართველი ირიცხება: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ბერიძე და გიორგი ქვილითაია. 

კომენტარები

ბოლო ამბები