Thumbnail
  • IJF-მ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
  • წონებში ქართველებს 2 პირველი ნომერი და 2 მესამე ნომერი გვყავს

ავთანდილ ჭრიკიშვილს საერთაშორისო შეჯიბრებაში (ინდივიდუალურში) მინსკის ევროპის ღია პირველობის შემდეგ არ უასპარეზია, ამ ტურნირის მერე კი წელიწადი გავიდა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონის დაბრუნება ზაგრების გრან პრიზე შედგა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა ტრიუმფით იმარჯვა. ეს ჭრიკიშვილის პირველი საერთაშორისო ტურნირია 2016 წლის პარიზის გრანდ სლემის მერე. 

ჭრიკიშვილის შესანიშნავი გამოსვლა მსოფლიოს ახალ რეიტინგშიც აისახა - ის 714 ქულით 50-ე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ეს ადგილიც შეუფერებელია ქართველი ძიუდოისტისთვის, მაგრამ პროგრესი აშკარაა - ზაგრებში გამარჯვების წყალობით მან 222 ადგილით წაიწია წინ 90 კგ. წონითი კატეგორიის რეიტინგში. 

პირველი გამარჯვება 2,5 წლის შემდეგ

ორი ლიდერი

თუშიშვილმა ზაგრებში მოგებით ლიდერობა გაიმყარა

მსოფლიო რეიტინგში ორი ძიუდოისტი გვყავს წონაში პირველ ადგილზე - ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) 5 851 ქულით და ზაგრების კიდევ ერთი გამარჯვებული გურამ თუშიშვილი (+100 კგ) 5 562 ქულით. 

66-ში ვაჟა მარგველაშვილი მე-3 ადგილზეა 4 126 ქულით, ასევე მესამეა 90-ში (ჭრიკიშვილის წონაში) მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი - 4 327. 

თავის წონაში მეოთხეა ამირან პაპინაშვილი (60), ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73) მეხუთეა. 
ლაშა ტაველურმა (100 კგ), რომელმაც ზაგრების გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა, 26 ადგილით აინაცვლა და მსოფლიო რეიტინგში 54-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები