Thumbnail

ავთანდილ ჭრიკიშვილი დაბრუნდა - ქართველი ძიუდოისტის ტრიუმფი ზაგრებში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავთანდილ ჭრიკიშვილმა ზაგრების გრანპრი ოქროს მედლით დაასრულა
  • ქართველმა ძიუდოისტმა ექვს მეტოქეს მოუგო და ჩემპიონი გახდა

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა (-90 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ღირსეული გამარჯვება იზეიმა!

ჭრიკიშვილმა პირველ შეხვედრაში სირილ გროსკლაუსი (შვეიცარია) ვაზარით დაამარცხა, წუთსა და 4 წამში იპონით მოუგო ტომა სერჟიუს და ასევე იპონით სძლია ჩეხ დავიდ კლამერტს.

ჭრიკიშვილმა დარჩენილი სამი ბრძოლა ვაზარით მოიგო: მეოთხედფინალში ბრიტანელ მაქს სტიუარტს გაუმკლავდა, ნახევარფინალში ფრანგი აქსელ კლერგე დაამარცხა, ხოლო ფინალში - მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონს, ეშლი გონსალესს უპრობლემოდ სძლია და დიდი პაუზის შემდეგ, ზაგრების გრანპრიზე ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ორი წლის შემდეგ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გრანპრი მოიგო. 2016 წელს ჭრიკიშვილმა პარიზში გაიმარჯვა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველური ბრინჯაოს დაეუფლა. ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები