Thumbnail

ახალი სკანდალი 2022 წლის მუნდალზე - ყატარი ფეიკ ნიუსებს ავრცელებდა?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინგლისური გამოცემა ყატარს ახალ ბრალდებებს უყენებს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც ყატარში უნდა ჩატარდეს, ახალი სკანდალური ცნობები გავრცელდა.

Sunday Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის ბრძოლაში ყატარმა უშუალო კონკურენტების, ავსტრალიისა და აშშ-ის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციები აწარმოა. 

ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება ზეპ ბლატერის დროს მოიპოვა

ინგლისური გამოცემის ცნობით, ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოპოვებისთვის ბრძოლაში PR-ფირმა და CIA-ის რამდენიმე ყოფილი აგენტი დაიქირივა. მათი დავალება კონკურენტების დისკრიმინაცია და საბოტაჟი იყო. მაგალითად, მასშტაბურად ვრცელდებოდა “ფეიკ ნიუსები” იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარის კონკურენტ ქვეყნებს შიდა მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

ავრცელებდა თუ არა ყატარი მართლაც “ფეიკ ნიუსებს”? ყატარელები Sunday Times-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს, რა თქმა უნდა, უარყოფენ: “ჩვენ ფიფას წესების მიხედვით ვმოქმედებდით,” - ნათქვამია ყატარის ოფიციალურ განმარტებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი პირველი მუნდიალი იქნება ისტორიაში, რომელიც არა ზაფხულში, არამედ ზამთარში ჩატარდება...

კომენტარები

ბოლო ამბები