Thumbnail

ბარსას დებიუტანტის გადამწყვეტი გოლი - მალკომმა გუნდს ტოტენჰემთან მოაგებინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონამ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე პირველი მატჩი გამართა
  • კატალონიელებმა გადახალისებული შემადგენლობით ტოტენჰემი დაამარცხეს
  • თერთმეტმეტრიანების სერიაში გადამწყვეტი პენალტი მალკომმა დაარტყა

აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, რომელსაც საერთაშორისო ჩემპიონთა თასი დაარქვეს, ასპარეზობა ბარსელონამაც დაიწყო. კატალონიურმა გრანდმა პირველი შეხვედრა ტოტენჰემთან გამართა და კალიფორნიულ პასადენაში, 69 000 მაყურებლის თვალწინ, ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხა.

გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ბარსას ახალწვეულმა, მალკომმა გაიტანა!

ბარსელონამ პირველი ტაიმი, მუნირისა და არტურის გოლებით, 2:0 მოიგო. ინგლისელებმა მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - სონმა და ნკუდუმ ორი ბურთი 2 წუთში (73-ე და 75-ე) გაიტანეს. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და რაკი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე დამატებითი ტაიმები არ ინიშნება, ფეხბურთელებმა პენალტები დაარტყეს.

რაც შეეხება გუნდების შემადგენლობას - ტურნირზე ყველა გრანდი ძალიან გადახალისებული შემადგენლობებით ასპარეზობს და პირველი ტაიმის შემდეგაც მთელ გუნდს ცვლიან ხოლმე. ვარსკვლავებიდან ბარსას რიგებში ითამაშეს სილესენმა, სერხი რობერტომ, რაფინიამ, ანდრე გომეშმა და მარლკომმა, ხოლო ტოტენჰემის შემადგენლობაში კი სონი, ერიკსენი, ლუკას მოურა და ფერნანდო ლორენტე ვიხილეთ.

თერთმეტმეტრიანების სერიის მოგებისთვის ბარსამ 2 ქულა მიიღო, ტოტენჰემს კი 2 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები