Thumbnail

მანჩესტერი ლივერპულთან განადგურდა | შაჩირის ულამაზესი გოლი სადებიუტო მატჩში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ იუნაიტედი 1:4 ლივერპული
  • მერსესაიდელებმა მეორე მანჩესტერულ კლუბსაც მოუგეს

ლივერპულმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გამოსვლა მანჩესტერ იუნაიტედის განადგურებით დაასრულა. მანჩესტერ სიტისთან გამარჯვების შემდეგ, მერსესაიდელებმა მეორე მანჩესტერულ კლუბსაც მოუგეს და 6 ქულა დააგროვეს.

ანგარიში 28-ე წუთზე სადიო მანემ გახსნა, სენეგალელმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება მოახერხა. 3 წუთში 22 წლის ანდრეას პერეირამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი ლივერპულის უპირატესობით მიმდინარეობდა. მოედანზე შემოსვლიდან ერთ წუთში, დანიელ სტარიჯმა მერსესაიდელები დააწინაურა. ინგლისელმა ჯერდან შაჩირის გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი. ლივერპულის უპირატესობა 74-ე წუთზე ორბურთიანი გახდა - შეი ოჯომ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. 82-ე წუთზე ჯერდან შაჩირიმ სადებიუტო შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

ჯერდან შაჩირიმ სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

მატჩის სრული მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები