Thumbnail

სუპერ რაგბის ფინალისტები ცნობილია | ჩემპიონი ტიტულისთვის იბრძოლებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრუზეიდერსი 30:12 ჰარიკეინსი
  • ლაიონსი 44:26 ვარატასი
  • სუპერ რაგბის ზელანდიურ-სამხრეთ აფრიკული ფინალი

სუპერ რაგბის ნახევარფინალური ეტაპის მატჩებში ფავორიტებმა იმარჯვეს. მოქმედმა ჩემპიონმა, კრუზეიდერსმა ჰარიკეინსს 30:12 მოუგო. ახალ ზელანდიურ დაპირისპირებაში ექვსი ლელო დაიდო, კრუზეიდერსის მორაგბეებმა ოთხჯერ გამოიჩინეს თავი და ზედიზედ მეორედ გავიდნენ ფინალში, სადაც მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკული ლაიონსი იქნება, რომელმაც ვარატასს 44:26 მოუგო.

2017 წლის სუპერ რაგბის გათამაშების ფინალშიც ეს ორი გუნდი გავიდა. შარშან კრუზეიდერსმა 25:17 მოიგო.

კრუზეიდერსი ფინალში მეცამეტედ ითამაშებს. ახალ ზელანდიელებმა ტიტული 8-ჯერ მოიგეს, ხოლო 4-ჯერ დამარცხდნენ.

ლაიონსი ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. სამხრეთ აფრიკელებმა 2016 წელს ფინალში ჰარიკეინსთან წააგეს, ხოლო 2017 წელს - კრუზეიდერსთან.

ბენ ლამმა ერთ სეზონში 16 ლელო დადო, რითიც ერთ სეზონში დადებული ლელოების რეკორდი მოხსნა.

კრუზეიდერსი 30:12 ჰარიკეინსი

ლაიონსი 44:26 ვარატასი

კომენტარები

ბოლო ამბები