Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის ფინალშია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 0:6 6:1 ნიკოლას იარი
  • მატჩი რამდენიმე საათით ქარისა და წვიმის გამო შეწყდა

ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (81) ჩილელ ნიკოლას იარის (69) შეხვდა და სამ სეტში მოუგო 7:5, 0:6, 6:1.

მატჩი ჩილელის სასარგებლოდ 4:3-ზე შეწყდა, რადგან მოთამაშეებს ქართან ერთად წვიმა უშლიდა ხელს და კორტის სახურავიც გაფუჭდა, ვერ გადახურეს. მატჩი რამდენიმე საათის შემდეგ განახლდა. 

განახლების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი გაცილებით უკეთ ათამაშდა, მან წაგებული მოწოდება დაიბრუნა და შემდეგ 4:5-ზე სამი სეტ პოინტი გადაარჩინა. ბასილაშვილმა იარის მოწოდებაზე ბევრი იბრძოლა, 3 სეტ პოინტიც გაანიავა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა - 7:5. 

მეორე სეტში ნიკოლას იარის უპირატესობა აშკარა იყო - 6:0. მესამე სეტში კი პირიქით მოხდა, ბასილაშვილმა იოლად მოიგო სეტი და ფინალში გავიდა. 

ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშანდელ გამარჯვებულს, არგენტინელ ლეონარდო მაიერს ხვდება. 31 წლის არგენტინელი მსოფლიოს 36-ე ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში საკვალიფიკაციო ბადიდან გააღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები