Thumbnail

ბორჯღალოსნებმა ზაფხულის თასი გამარჯვებით დაიწყეს - თედო აბჟანდაძის გმირობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო XV 23:22 არგენტინა XV
  • ბორჯღალოსნებმა ზაფხულის თასის პირველი მატჩი მოიგეს

ზაფხულის თასი საქართველო XV-ისა და არგენტინა XV-ის მატჩით გაიხსნა. სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მე-3 წუთზე ქართველებმა თამაშგარე მდგომარეობის წესი დაარღვიეს, არგენტინელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და ანგარიში გახსნეს. ბორჯღალოსნებმა მე-15 წუთზე ლელო დადეს. ნიკოლოზ სუხაშვილმა შერკინების შემდეგ ბურთის გადადება მოახერხა და მატჩის პირველი ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

არგენტინელებმა საპასუხო ლელო მალევე დადეს. მე-20 წუთზე ფაკუნდო კორდერომ გამოიჩინა თავი, ლუკას მენსას გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა. გიორგი ჭყოიძის გასინბინების შემდეგ, როდრიგო ვრუნიმ 22-ე წუთზე საქართველოს მეორე ლელო დაუდო. არგენტინამ ტაიმის ბოლოს მესამე ლელოც დადო და პირველი ნახევარი 22:7 მოიგო.

ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი ლელოთი დაიწყეს. ნიკოლოზ სუხაშვილმა დუბლი შეასრულა - თედო აბჟანდაძე ისევ ზუსტი იყო. საქართველო XV-მა მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. არგენტინელები ორჯერ დაჯარიმდნენ, თედო აბჟანდაძემ კი ორივე ჯარიმის გატანა შეძლო 48-ე და 59-ე წუთებზე. 72-ე წუთზე აბჟანდაძემ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საქართველო დააწინაურა - 23:22.

არგენტინელებმა ბოლო წუთზე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა ქართველებმა ამ შეტევის მოგერიება მოახერხეს და ზაფხულის თასი გამარჯვებით დაიწყეს.

18 წლის თედო აბჟანდაძემ 3 ჯარიმა და 2 გარდასახვა გაიტანა - ახალგაზრდა მორაგბემ 13 ქულა დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები