Thumbnail
  • არსენალი 5:1 პსჟ
  • უნაი ემერიმ ყოფილ გუნდს მოუგო
  • მესუთ იოზილმა გოლი გაიტანა

სინგაპურში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში ლონდონის არსენალმა პარი სენ-ჟერმენს დიდი ანგარიშით მოუგო - 5:1. უნაი ემერი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა და შურიც იძია გუნდიდან გაშვებისთვის.

პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა ახლო მანძილიდან ჯანლუიჯი ბუფონის კარი მესუთ იოზილმა დალაშქრა. გერმანიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ იოზილი დიდ სკანდალაშია, ახლა მან საფეხბურთო მოედანზე გამოიჩინა თავი.

მეორე ტაიმში ნკუნკუმ გაათანაბრა, თუმცა ალექსანდრ ლაკაზეტმა ბუფონის კარში დუბლი შეასრულა. ამის მერე ვეტერანი იტალიელი გოლკიპერი შეცვალეს და ორი გოლიც მისმა შემცვლელმა სებასტიენ სიბოამ გაუშვა (ჰოლდინგი, ნკეტია). 

კომენტარები

ბოლო ამბები