Thumbnail
  • საქართველო 74:87 უნგრეთი
  • მომდევნო მეტოქე ავსტრიაა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მაკედონიაში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) ასპარეზობს. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდმა ჩემპიონატზე მეორე მატჩი ითამაშა და კვლავ წააგო, ამჯერად, უნგრეთის ნაკრებთან - 74:87. 

რატი ანდრონიკაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ ეროვნული ნაკრების წევრმა ამჯერად მხოლოდ 6 ქულა (პირველ ტურში 19 ქულა ჩააგდო) მიითვალა. 13-13 ქულა დავით კაკუშაძისა და ლაშა მიქელაძის ანგარიშზეა. 11 ქულა ჩააგდო ზურაბ ჟღენტმა. 

29 ივლისს საქართველოს ნაკრები ავსტრიას ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები ასევე ბელგია და აზერბაიჯანი არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები