Thumbnail

'მადლობა ღმერთს, ბომბარდირობა მოვასწარი' | იმობილე რონალდოს ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლაციოს თავდამსხმელმა იუვენტუსში კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე ისაუბრა
  • 28 წლის იტალიელი აღიარებს, რომ სერია A-ში კრიშტიანოსთან მეტოქეობა გაჭირდება 

რომის ლაციოს თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ ტურინის იუვენტუსში კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. 28 წლის იტალიელი თავდამსხმელი, რომელიც სერიას A-ს გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ფიქრობს, რომ წელს იმავეს გამეორება ძალიან გაუჭირდება. 

"როგორც კი რონალდოს ტრანსფერის შესახებ გავიგე, მაშინვე გავიფიქრე: "მადლობა ღმერთს, მოვასწარი გასულ სეზონში ბომბარდირთა დავის მოგება".

კრიშტიანოსთან მეტოქეობა წარმოუდგენლად რთული არამხოლოდ მოედანზე იქნება და ის სტატისტიკურ მონაცემებზეც აისახება. მას მსგავსი ჯილდოები უწინ არაერთგზის მოუგია და ამაზე არც იტალიაში იტყვის უარს", - აქვეყნებს იმობილეს ნათქვამს Sports Mole.

2017/18 წლების სეზონში ჩირო იმობილემ სერია A-ს 33 მატჩში 29 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

33 წლის კრიშტიანო რონალდო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით.

ამ ზაფხულს პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის რეალიდან ტურინის იუვენტუსში 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები