Thumbnail
  • სარაგბო კლუბი არმაზი დიდი 10-ის ახალი სეზონისთვის გაძლიერდა
  • ნიკოლოზ ხატიაშვილი სანვულვზიდან არმაზში გადმოვიდა

სარაგბო კლუბი არმაზი ახალი სეზონისთვის გაძლიერდა. კლუბმა ექვსი მორაგბე დაიმატა: ნიკოლოზ ხატიაშვილი სანვულვზიდან დიდ 10-ში დაბრუნდა. ქართველ მორაგბეს სუპერ რაგბის კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და საქართველოში, არმაზში გადმოვიდა.

არმაზმა კიდევ ხუთი მორაგბე დაიმატა, რომლებიც კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი: სანვულვზთან კონტრაქტი დასრულდა და წამოვედი. ახლა ისეთი პერიოდია, რომ გუნდში ადგილები ყველას შევსებული აქვს. სანამ უცხოური კლუბისგან შემოთავაზება გამოჩნდება, იქამდე უქმად ყოფნა არ მსურს. მოვედი არმაზში, სადაც კარგი და გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი ჰყავთ. დიდ პატივს ვცემ თანაგუნდელებს და სეზონის მიმდინარეობისას ბოლომდე დავიხარჯები.

იოანე იაშაღაშვილი: განვითარებისთვის და რაგბის უნარების დახვეწისთვის იდეალური სიტუაციაა. ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, პირობებიც კარგია. ჩემი მიზანი გუნდში თავის დამკვიდრება და მეტი სათამაშო დროის მოპოვებაა. სამომავლოდ ჩემპიონობაზეც ვიფიქრებთ.

არმაზი წინა სეზონში რეგულარულ ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა. კლუბის მიზანი წელს ადგილის შენარჩუნებასთან ერთად, დიდი 10-ის პლეი ოფში გასვლაც უნდა იყოს.

არმაზის ტრანსფერები

ნიკოლოზ ხატიაშვილი სანვულვზიდან
იოანე იაშაღაშვილი იუნკერებიდან
შაკო დიდებულიძე ჯიქიდან
მიხეილ ალანია ჯიქიდან
გიორგი მიქანაძე არმიადან
გიორგი ჭედია ხულიგანადან

გაგაცნობთ არმაზის ახალ მოთამაშეებს სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ: ნიკოლოზ ხატიაშვილი, იოანე იაშაღაშვილი, შაკო...

Posted by რაგბის კლუბი არმაზი / Rugby Club Armazi on შაბათი, 28 ივლისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები