Thumbnail
  • ფიბამ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებიდან 21 ახალგაზრდა გამოარჩია
  • გოგა ბითაძე რჩეულებში მე-11 ნომერია

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ ფიბამ 21 21-წლამდელი კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში გამოიჩინეს თავი. რჩეულთა შორის ერთი ქართველიცაა - გოგა ბითაძე.

"2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების ერთი დადებითი მხარე ისიცაა, რომ ქვეყნებმა მათ ახალგაზრდა ტალანტებს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. ჩვენ გთავაზობთ იმ ახალგაზრდა კალათბურთელების სიას, რომელთაც ბრწყინვალედ შეძლეს თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში დამკვიდრება", - ვკითხულობთ ფიბას ოფიციალურ საიტზე

სიაში პირველ ნომრად ბოსნიელთა ტალანტი ძანან მუსაა, 19 წლის მოთამაშე ნაკრებში საშუალოდ 15.3 ქულას აგდებდა. შეგახსენებთ, რომ მუსა ამ ზაფხულს ბრუკლინ ნეტსმა დრაფტის 29-ე ნომრად აირჩია.

19 წლის ბითაძე ფიბას სიაში მე-11 ნომერია. ის ეროვნულ ნაკრებში საშუალოდ 8.3 ქულას და 4.7 მოხსნას აკეთებდა. ის საშუალოდ 19.6 წუთს თამაშობდა. 

"გოგა ბითაძე ევროპის 1999-წლიანების ნიჭიერი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლუკა დონჩიჩთან, ძანან მუსასთან, ისააკ ბონგასთან და დინო რადონჩიჩთან ერთად. თებერვალში ქართველების ცენტრი 10.5 ქულასა და 6.5 მოხსნას აკეთებდა. ასევე მის ანგარიშზე 2.0 ბლოკი იყო თამაშში. ავსტრიასთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისას (98:73), რომელმაც საქართველოს მეორე რაუნდის საგზური მოუტანა, ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა და 2-2 ბლოკი და ჩაჭრა მოუტანა გუნდს", - წერს საიტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები