Thumbnail

სამოყვარულო სუმო | ორი ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატიდან 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტაივანმა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა სამოყვარულო სუმოში
  • დიდებში ქართველებმა მედლები ვერ მოიპოვეს

ამ დღეებში ტაივანის ქალაქი ტაოიუანი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდა სამოყვარულო სუმოში. ტაივანში ჯერ აზიის მე-13 ჩემპიონატი ჩატარდა, შემდეგ დარბაზი ახალგაზრდა სუმოისტებს დაეთმოთ და მსოფლიოს მე-15 ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა, ბოლოს კი ყველაფერი დიდებში მსოფლიოს პირველობით დასრულდა. 

ბუნებრივია, აზიის ჩემპიონატში არა და დანარჩენ ორ შეჯიბრებაში ქართველმა სუმოისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენების გამოსვლას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ.

სამოყვარულო სუმოს ისტორიაში საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ლევან ებანოიძის მსოფლიოს ჩემპიონობაა - 1999 წელს გერმანიაში მან თავისუფალ წონაში მოიგო. 

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი

საშუალო წონაში (80-100 კგ) ბრინჯაოს მედალი დავით კაცაძემ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს შეწვდა მძიმეწონოსანი (+100 კგ) ზურა წიქორაძეც. ახლოს იყო მედალთან გიორგი ბურჯალიანიც, მაგრამ მან ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო (თავისუფალი წონა). გუნდურში საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი

მსოფლიოს ჩემპიონატის აფიშა

დიდებშიც სამი მონაწილე გვყავდა. შამილ გოგოჭური (საშუალო წონა, 85-115 კგ) მალევე გამოეთიშა ტურნირს. ზურაბ აქუბარდიამ (მძიმე, +115 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა დათმო, ისევე, როგორც გიგა გელაშვილმა (თავისუფალი წონა). ვაჟთა ნაკრებიც უმედლოდ დარჩა. 

ყველას რუსებმა აჯობეს, რომელთაც ინდივიდუალურში 7 ოქრო მოიპოვეს, თითო ოქრო შეხვდათ იაპონელებს, მონღოლებსა და უკრაინელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები