Thumbnail
  • U18 საქართველო 72:87 U18 ესტონეთი
  • 28 ივლისი: U18 საქართველო v U18 უნგრეთი

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის B ჯგუფში პირველი მატჩი გამართა და ესტონეთთან დიდი სხვაობით, 72:87 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა და თამაშიც ქულა ქულაში მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი 20:20 დასრულდა, მეორე მეოთხედში კი ესტონელებმა მხოლოდ 2 ქულა მოიგეს. დიდი შესვენებისთვის არაფერი მოასწავებდა იმას, რომ საქართველოს ნაკრები უშანსოდ წააგებდა.

მესამე მეოთხედიდან ესტონელთა უპირატესობა გამოიკვეთა და დასკვნითი მეოთხედის წინ, ბალტიისპირელები უკვე 8 ქულას იგებდნენ. ბოლო წუთებში მათი უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და საბოლოოდ, 15-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა: 87:72 U18 ესტონეთის ნაკრების სასარგებლოდ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა. 12 ქულა ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო 10 ქულა დავით კაკუშაძემ მოიპოვა

საქართველოს და ესტონეთის ნაკრებების გარდა, ჯგუფში უნგრეთის, ბელგიის, ავსტრიის და აზერბაიჯანის ნაკრებები ასპარეზობენ. ბუბა ბერიშვილის და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 ივლისს უნგრეთთან გამართავს. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები