Thumbnail
  • იუვემ რონალდოში £88 მილიონი გადიხადა
  • რეალმა 33 წლის მოთამაშეში £8 მილიონიანი მოგება ნახა...

მადრიდის რეალმა კრიშტიანო რონალდო, მანჩესტერ იუნაიტედიდან 2009 წელს £80 მილიონად შეიძინა, მასშემდეგ კრიშტიანომ მადრიდში 9 სეზონი ჩაატარა, 450 გოლი გაიტანა და ყველაფერი მოიგო.

9 წლის შემდეგ, რონალდო სამეფო კლუბმა, უკვე 33 წლის ასაკში - იუვენტუსში £88 მილიონად გაუშვა და ლეგენდის გაყიდვით £8 მილიონიანი მოგება ნახა.

'ბატიგოლის ' პირველი წლები ფიორეში...

მაგრამ რომელი 30-ს გადაცილებული ფეხბურთელის გაყიდვით ნახა კლუბმა, ყველაზე მეტი შემოსავალი? პასუხი ისევ იტალიაში რჩება - ჯერ ფიორენტინამ, შემდეგ უკვე იუვემ...

'ვიოლამ' 22 წლის გაბრიელ ბატისტუტა, 1991 წელს ბოკა ხუნიორსიდან £1.5 მილიონად შეიძინა, ხოლო 31 წლის ასაკში - 2000 წელს £22 მილიონად რომაში გაყიდა. უკვე ასაკოვანი 'ელ ანხელის' გასხვისებით ფიორენტინამ თითქმის £20 მილიონი მოიგო...

ჩვენ კითხვაზე პასუხი კი ისევ იუვეს, ამჯერად ლეონარდო ბონუჩის უკავშირდება, რომელმაც ბატისტუტას რეკორდი მოხსნა - 23 წლის ბონუჩი იუვეს 2010 წელს £11 მილიონად შეუერთდა, ხოლო გუნდი 7 წლის შემდეგ, 30 წლის ასაკში £35.2 მილიონად დატოვა... £24.2 მილიონიანი მოგება ტურინელებს დარჩათ.

კომენტარები

ბოლო ამბები