Thumbnail

'მე დავბრუნდები!' - მანჩესტერ იუნაიტედი ფერგიუსონის მიმართვას ავრცელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ალექს ფერგიუსონის მიმართვა ფეხბურთის გულშემატკივრებს
  • სერ ალექსის მადლობა სამედიცინო შტაბს, გულშემატკივრებსა და მანჩესტერ იუნაიტედს

2018 წლის 5 მაისს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი საავადმყოფოში მოხვდა. შოტლანდიელს ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინეს და სასწრაფოდ ოპერაცია ჩაუტარეს. ერთი თვის შემდეგ, ფერგიუსონი საავადმყოფოდან გაწერეს, სარეაბილიტაციო კურსმა კარგად ჩაიარა და ფერგიუსონი ისევ კარგად გრძნობს თავს.

შოტლანდიელმა, მანჩესტერ იუნაიტედის გვერდის დახმარებით, სამედიცინო პერსონალს, გულშემატკივრებსა და კლუბს მადლობა გადაუხადა.

ალექს ფერგიუსონი: ''მოგესალმებით! უპირველს ყოვლისა, მადლობას ვუხდი სამედიცინო პერსონალს. მერწმუნეთ, რომ არა ამ ადამიანების ზრუნვა, დღეს აქ ვერ ვიჯდებოდი. მადლობა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან, დიდი მადლობა.

ყველა შეტყობინებაში, რომლებიც მივიღე, გამოჯანმრთელება და კარგად ყოფნა მისურვეს. ამ ყველაფერმა ძალიან ძლიერი გამხადა. მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინეთ.

და ბოლოს, მე დავბრუნდები, რათა კლუბის მატჩებს დავესწრო. წარმატებას ვუსურვებ ჟოზეს და მთელ გუნდს. დიდი მადლობა!''

კომენტარები

ბოლო ამბები