Thumbnail

პირველი საკვალიფიკაციოს შემდეგ | მალანია მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოჩაღობს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პლოვდილში ახალგაზრდა ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო
  • კანოისტი მურმან მალანია პირველ ადგილზეა

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაიწყო ახალგაზრდა და 23-წლამდელ ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. 

საკვალიფიკაციო გაცურვაში 23-წლამდელებში ერთადგილიანი კანოეთი თავი გამოიჩინა ფოთელმა მურმან მალანიამ - 200 მეტრი (ეს ზაზა ნადირაძის დისტანციაა) მან 41.043 წამში დაფარა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ ძინლან ვანი (ჩინეთი, 41.405) და ტომაშ ბარნიაკი (პოლონეთი, 41.438).

ამავე ასაკში, ასევე, 200 მეტრზე, მაგრამ კაიაკით (ბაიდარა) მესამე იყო ბადრი ყაველაშვილი - 36.598. 23-წლამდელთა შეჯიბრებაში ცდის ძალებს 500 მეტრზე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მარიამ ქერდიკაშვილი. წინასწარი გაცურვისას მან 200-მეტრიანი დისტანცია ერთადგილიანი კანოეთი 49.894 წამში დაფარა და მეექვსე იყო. 

20-წლიანებში ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრზე გამოირჩა გია გაბედავა - 42,984 წამით მას კვალიფიკაციაში მესამე ადგილი ხვდა. სხვა ქართველებს შედარებით მოკრძალებული შედეგები ჰქონდათ

კომენტარები

ბოლო ამბები