Thumbnail

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი ქართველმა ბიზნესმენმა იყიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კახი ჟორდანიამ დენ ბოსხის აქციების 99.9% შეიძინა
  • უმცროს ჟორდანიას ამბიციური გეგმები აქვს

ჰოლანდიის ერსტე დივიზიონში მოასპარეზე დენ ბოსხი ქართველის საკუთრებაშია - კლუბი მერაბ ჟორდანიას უფროსმა ვაჟმა კახი ჟორდანიამ იყიდა, რომელსაც კლუბის აქციების 99.9% გადაუფორმდა. შეგახსენებთ, რომ POPSPORT.COM ამის შესახებ ჰოლანდიურ წყაროებზე დაყრდნობით, ადრეც წერდა. 

ორშაბათს კლუბმა და ახალმა მფლობელმა სიტყვიერ თანხმობას მიაღწიეს, სამშაბათს კახი ჟორდანიამ საჭირო დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ახლა ეს ყველაფერი ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ (KNVB) უნდა დაამტკიცოს. 

კლუბის დირექტორი პოლ ვან დენ კრაანი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კლუბის მოწილეები დიდი იმედებით უყურებდნენ უცხოელი ინვესტორის ხელში აქციების გადასვლას. მათგან არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია, პირიქით, მეტი ენთუზიაზმი იგრძნობა. ხალხი მხარს უჭერს კლუბში ჟორდანიას მოსვლას".

კახი ჟორდანია: "ჰოლანდიური ფეხბურთის სკოლა ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო იყო. სწორედ ამიტომაც 8 წლის წინათ მამაჩემი ვიტესში მივიდა. სწორედ ამიტომაც მსურს მეც დენ ბოსხის აქციები. როგორც ჩემს ძმასა და მამას, მეც გულით მიყვარს ფეხბურთი. დენ ბოსხი ისტორიული კლუბია, ფანატიკოსი გულშემატკივრებით. ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზნები მაღალია". 

კომენტარები

ბოლო ამბები