Thumbnail

ტოჩინოშინი სუმოს ზაფხულის ტურნესაც გამოტოვებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინი სუმოს ზაფხულის ტურნეს გამოტოვებს
  • დიდი ჩემპიონები ტურნეზე ბრუნდებიან
  • გაგამარუმ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა

იაპონური მედიის ინფორმაციით, დებიუტანტი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ვერც სუმოს საზაფხულო ტურნეში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 29 ივლისს გიფუს პრეფექტურაში დაიწყება და 26 აგვსიტოს ტოკიოში დასრულდება. 

ქართველ სუმოისტს ამ ტურნეში მონაწილეობა კი სურდა (შუა ეტაპიდან მაინც), მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია. 

ტოჩინოშინთან ერთად ამ ტურნეში ვერც მეორე ოძეკი ტაკაიასუ შეძლებს, სამაგიეროდ, სამივე დიდი ჩემპიონი (ჰაკუჰო, კისენოსატო, კაკურიუ), რომელთაც ნაგოიას ბაშო ტრავმის გამო გამოტოვეს, სხვა სუმოისტებს შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა მონღოლ ტამავაშისთან მე-6 დღის ორთაბრძოლაში ფეხზე მყესი გაიწყვიტა და ბაშოდან მოიხსნა. მანამდე ქართველ სუმოისტს ხუთივე ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა და იმპერატორის თასის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა. საბოლოოდ, ფავორიტების არყოფნაში იმპერატორის თასი 13-2 ბალანსით სეკივაკე მიტაკეუმიმ მოიგო.

დადგინდა იმ სუმოისტთა ვინაობა, რომლებიც ელიტას (სუმოში ელიტაში მაკუუჩი და ჯურიოს დივიზიონები ითვლება) დატოვებენ და მათ ადგილს სხვები დაიკავებენ. ჯურიოს ოთხი რიკიში ტოვებს. როგორც მოველოდით, მათ შორის არ არის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც რეიტინგში მცირედით დაქვეითდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები