Thumbnail
  • საქართველოს ჰოკეის ფედერაციამ პროექტის მაკეტის ფოტოები გაავრცელა
  • დეტალური ინფორმაცია ახალი არენის შესახებ

საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1 სექტემბრისთვის ბათუმის ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა დასრულებული იქნება. საქართველოს ჰოკეის ფედერაციამ სოციალურ ქსელში სპორტული კომპლექსის მაკეტის ფოტოები განათავსა და დეტალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ…

ბათუმის ყინულის სასახლის მაკეტი

საქართველოს ჰოკეის ფედერაცია:

"ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი. მიმდინარეობს აშენებული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა, სახურავის დათბუნება, ვენტილაციის სისტემის მონტაჟი, სახანძრო სისტემის მონტაჟი.

დახურულ სპორტული კომპლექსში ყინულის არენაზე ტრიბუნები 1 500 ადგილზე იქნება გათვლილი. ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა 10 500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5 500 კვ.მეტრზე მოეწყობა.

ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი, ჰოკეი, ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები".

სამშენებლო სამუშაოები 1 სექტემბრისთვის დასრულდება

 

კომენტარები

ბოლო ამბები