Thumbnail

სკუდერია გლოვობს - ფერარის ბოსი გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სერჯო მარკიონე (66) გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა
  • მან გასულ შაბათ-კვირას დატოვა პოსტები ფიატსა და ფერარიში

იტალია და ავტოსპორტის სამყარო დღეს ცუდმა ამბავმა დაამწუხრა - ფერარის ყოფილი შეფი სერჯო მარკიონე გარდაიცვალა. 66 წლის იტალიელმა, ციურიხის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიტანა. სამწუხარო ინფორმაცია პირველად მისმა შთამომავალმა, ჯონ ელკანმა დაადასტურა.

მარკიონე ივნისის დასაწყისში გაკეთებული მხრის ოპერაციის შემდეგ კომაში იყო. იტალიური მედიის ცნობით, ტოპ-მენეჯერს, რომელმაც ფიატი გაკოტრებისგან იხსნა და 2014 წელს ფიატისა და კრაისლერის კონცერნები გააერთიანა, ფილტვის კიბოც ჰქონდა.

გასულ უქმეებზე ფიატმა და ფერარიმ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მარკიონე პოსტს ტოვებდა, ამის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ოპერაციის შემდეგად მისი მდგომარეობა უკიდურესად იყო დამძიმებული. მარკიონე ფიატ-კრაისლერის კონცერნის შეფის პოსტზე ბრიტანელმა მაიკ მედლიმ შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები