Thumbnail

ყველაზე მოკლე და რთული - როგორი იქნება ტურ დე ფრანსი 2018?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 2018 წლის ტურ დე ფრანსი 21-ე საუკუნეში ყველაზე მოკლე იქნება - 21 ეტაპის საერთო დისტანცია 3 329 კილომეტრია
  • ტურის მოგების მთავარი კანდიდატები ბრიტანელი კრის ფრუმი და ჰოლანდიელი ტომ დომულინი იქნებიან
  • კრის ფრუმს ტურ დე ფრანსი 4-ჯერ აქვს მოგებული

17 ოქტომბერს პარიზში ტურ დე ფრანსის 2018 წლის ველორბოლის მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართა. ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის 105-ე სტარტი დასავლეთ საფრანგეთში, ვანდეს დეპარტამენტში შედგება.

ტურ დე ფრანსი სტარტს 2018 წლის 7 ივლისს აიღებს. სულ 21 ეტაპი გაიმართება 23 დღის განმავლობაში. ტურის ფინიში ტრადიციულად, პარიზში შანზ-ელიზეზე მოეწყობა 29 ივლისს.

მომავალი წლის ტურ დე ფრანსზე ერთი საკლუბო და ერთი ინდივიდუალური ეტაპი მოეწყობა დროზე რბოლაში, ეს უკანასკნელი კი ტურნირის ბოლოსწინა ეტაპზე გაიმართება.

სულ 25 სხვადასხვა კატეგორიის მწვერვალია მარშრუტში, მათ შორის ცნობილი პიკი ალპ-დ’იუზიც იქნება. ტურ დე ფრანსის მარშრუტის საერთო სიგრძე 3 329 კილომეტრი იქნება, რაც ამ საუკუნეში ყველაზე მოკლე დისტანციაა.  

გარდიანი წერს, რომ მომავალ წელს ტურ დე ფრანსის ამჟამინდელ გამარჯვებულ ბრიტანელ კრის ფრუმს ძალიან გაუჭირდება მოგება. მის მთავარ კონკურენტად კი ჰოლანდიელი ველომრბოლი ტომ დომულინი მიიჩნევა.

თუკი ფრუმი ტურ დე ფრანსს მეხუთედაც მოიგებს, იგი რეკორდსმენ ლეგენდებს გაუთანაბრდება ტიტულებით - ბელგიელმა ედი მარქსმა, ფრანგებმა ჟაკ ანკეტილმა და ბერნარ ინომ, ასევე, ესპანელმა მიგელ ინდურაინმა ტური 5-5-ჯერ მოიგეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები