Thumbnail

ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა, აქამდე არნახულ შედეგს მიაღწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრები მხოლოდ მსოფლიო რეიტინგის 3 საუკეთესო გუნდს ჩამორჩა: სამხრეთ კორეას, იტალიას და უნგრეთს.

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე იყო, ჩინეთში მიღწეული წარმატების შემდეგ კი 3 საფეხურით დაწინაურდა და მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. 

ფარიკაობის მსოფლიო ფედერაციის ახალი რეიტინგის საუკეთესო ათეული:

1. სამხრეთ კორეა
2. იტალია
3. უნგრეთი
4. გერმანია
5. ირანი
6. რუსეთი
7. აშშ
8. საფრანგეთი
9. საქართველო
10. რუმინეთი

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა არაერთი სენსაცია მოახდინა: მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის მეხუთე გუნდი: აშშ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რეიტინგის მეოთხე გუნდს, ირანს მოუგო და მსოფლიოს 4 საუკეთესო ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია.

საქართველოს ნაკრებმა არაერთი სენსაცია მოახდინა

 

კომენტარები

ბოლო ამბები