Thumbnail

ქართველების დაბრუნება რუსეთში | კრასნი იარმა მეტალურგს სტუმრად მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მეტალურგი 15:35 კრასნი იარი
  • ლაშა მალაღურაძის საოცარი სიზუსტე - 5-დან 5 გარდასახვა

რუსეთის სარაგბო ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, მეტალურგმა კრასნი იარს უმასპინძლა და 35:15 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ქართველი ლეგიონერები დაბრუნდნენ: გიორგი ფრუიძე, ლაშა მალაღურაძე და გიორგი ხოლუაშვილი. ფრუიძე და მალაღურაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო გიორგი ხოლუაშვილი სათადარიგო სკამზე იყო.

კრასნი იარმა მეტოქეს მარტივად მოუგო, ხუთი ლელო დაუდო და ბონუს ქულაც ჩაიწერა. ლაშა მალაღურაძე გარდასახვებს საოცარი სიზუსტით ურტყამდა. ქართველმა მორაგბემ 5-დან 5 გარდასახვის გამოყენება შეძლო.

კრასნი იარს ამ მოგებით 21 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ენისეია, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები