Thumbnail

120 მილიონი დოლარი კევინს - კლივლენდში Love Story გრძელდება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კლივლენდ კავალიერსმა კევინ ლავს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
  • 29 წლის ამერიკელი 120 მილიონ დოლარს მიიღებს

როგორც მოსალოდნელი იყო, NBA-ს ხუთგზის ოლსტარმა კევინ ლავმა ვიცე-ჩემპიონ კლივლენდთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. კავალიერსმა ეს ინფორმაცია სამშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კლუბს ახალი ხელშეკრულების დეტალები არ გაუმხელია.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2016 წლის ჩემპიონმა 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც 120 მილიონ დოლარს მიიღებს.

“მინდა, კლივლენდ კავალიერსს ამ ნდობისთის მადლობა გადავუხადო. ამ გუნდში ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ თანამშრომლობა გრძელდება,” - განაცხადა 29 წლის ლავმა, რომელმაც 2012 წელს ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.

ლავს კლივლენდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ლებრონ ჯეიმსმა ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა. “გილოცავ, ძმაო!” - დაწერა “მეფემ”. შეგახსენებთ, რომ ლებრონმა და კევინმა ორი წლის წინ NBA-ს ჩემპიონობა ერთად იზეიმეს, ახლა კი, ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები