Thumbnail

სენსაცია: საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეოთხედფინალი: საქართველო 45:37 ირანი
  • ნახევარფინალი: საქართველო v სამხრეთ კორეა

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას. აშშ-ს დამარცხების და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ქართველმა მოფარიკავეებმა კიდევ ერთი სენსაცია მოახდინეს, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდი, ირანის ნაკრები დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ირანის წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა და 45:37 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო მეტოქე სამხრეთ კორეის ნაკრებია, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. საქართველო-სამხრეთ კორეის დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები საუკეთესო 4 გუნდში მოხვდა და ეს უკვე დიდი წარმატებაა.

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია

კომენტარები

ბოლო ამბები