Thumbnail

TOP 14-ის ახალი კალენდარი ცნობილია | 18 ქართველი ელიტარულ დივიზიონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • TOP 14-ის ახალი სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა
  • 18 ქართველი მორაგბე 7 გუნდში

TOP 14-ის ოფიციალურ გვერდზე 2018-2019 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა. საფრანგეთის ელიტარული სარაგბო ჩემპიონატის პირველი ტური 25 აგვისტოს გაიმართება.

პირველ ტურში 2017-2018 წლების სეზონის ფინალისტები მონპელიე და კასტრი შეხვდებიან ერთმანეთს. TOP 14-ის ახალ სეზონში 7 გუნდში 18 ქართველი მორაგბე ითამაშებს.

მონპელიე

TOP 14-ის ვიცე-ჩემპიონში სამი ქართველი ითამაშებს: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე. კლუბის მთავარი მიზანი ფინალში გასვლა და TOP 14-ის პირველად მოგება იქნება.

ტულონი

ტულონში ორი ქართველი მორაგბე ითამაშებს: მამუკა გორგოძე და ბადრი ალხაზაშვილი. ლევან ჩილაჩავამ ტულონი დატოვა და მონპელიეს შეუერთდა. კლუბის ესპუარებში იასპარეზებს ლუკა ჭელიძე, რომელიც 18-წლამდე ნაკრების წევრია.

კლერმონი

TOP 14-ის შარშანდელ ჩემპიონის ღირსებას სამი ქართველი დაიცავს: ბექა კაკაბაძე, დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი. ოთარ გიორგაძემ კლერმონის რიგები დატოვა და კარიერას PRO D2-ში აგრძელებს.

კლერმონმა წინა სეზონი საშინლად ჩაატარა. ფრანგული კლუბი პლეი ოფშიც ვერ გავიდა.

ბორდო

ბორდოს რიგებს ორი ქართველი შეემატა. ლაშა ტაბიძეს მომავალი სეზონიდან ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) და ბექა გორგაძე (მონტობანი) შეუერთდებიან. ბორდო მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება, ფრანგებმა რამდენიმე სერიოზული ტრანსფერი განახორციელეს: სემი რადრადრა (ტულონი), ვილიამუ აფატია (რასინგი), სეტა ტამანივალუ (კრუზეიდერსი), აფა ამოსა (ლა როშელი).

გრენობლი

TOP 14-ში ახლად აღზევებულ კლუბში სამი ქართველი ითამაშებს: ბექა გიგაშვილი, ვაჟა კაპანაძე და დავით ქუბრიაშვილი.

აჟენი

აჟენის ძირითად გუნდში ორი ქართველი დარჩა. ფრანგული კლუბის ღირსებას მომავალ სეზონში თამაზ მჭედლიძე და გიორგი თეთრაშვილი დაიცავენ. ვახტანგ ახობაძე კარიერას PRO D2-ში, ბიარიცის შემადგენლობაში გააგრძელებს.

სტად ფრანსე

სტად ფრანსეში ერთი ქართველი დარჩა. გიორგი მელიქიძესთან ერთად გუნდში ზურა ჟვანია თამაშობდა, რომელიც ინგლისურ ვასპსში გადავიდა.

TOP 14-ის ახალი სეზონის კალენდარი ასე გამოიყურება

შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლების სეზონში ქართველმა მორაგბეებმა TOP 14-ში 11 ლელო დადეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები