Thumbnail

7 კაცა | ზელანდიური დუბლი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 7 კაცას მსოფლიოს ჩემპიონატი ზელანდიელების ტრიუმფით დასრულდა
  • კაცთა და ქალთა ნაკრებებმა ტურნირი უპრობლემოდ მოიგეს 

სან ფრანცისკოში 7 კაცას მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონობა ახალ ზელანდიელმა ქალებმა და კაცებმა იზეიმეს. ზელანდიელებმა ქალთა შორის ჩემპიონობა ძალიან მარტივად მოიგეს.

პირველ შეხვედრაში მექსიკა 57:0 გაანადგურეს. მეოთხედფინალში ირლანდიას 45:0 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ ამერიკის ნაკრებს სძლიეს 26:21.

ფინალურ შეხვედრაში ზელანდიელებს ფრანგები შეხვდნენ, რომლებმაც ავსტრალიელები სენსაციურად, 17:12 დაამარცხეს. გულშემატკივართა უმრავლესობა ზელანდიისა და ავსტრალიის ფინალს ელოდებოდა, მაგრამ ფრანგებმა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (12:0), მეორე ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდეს და ფინალში გასვლა შეძლეს.

ფრანგებს ფინალში ძალა აღარ ეყოთ და 29:0 განადგურდნენ. ავსტრალიელებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკას 24:14 მოუგეს.

ახალ ზელანდიელმა ქალებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეორედ მოიგეს. პირველად 2013 წელს შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვება.

კაცთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ფიჯელებს მიიჩნევდნენ, მაგრამ ახალმა ზელანდიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ძალა და ტურნირი მესამედ მოიგო.

ზელანდიელებმა ფინალამდე გზა მარტივად გაიარეს. ზელანდიას წინააღმდეგობა მხოლოდ ფრანგებმა და ფიჯელებმა გაუწიეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთთან პირველ ტაიმში ზელანდიელებს სამჯერ გაუსინბინეს მორაგბე, რაც იმას ნიშნავს, რომ ''ოლ ბლექსმა'' პირველი ნახევარი, ფაქტობრივად, 7-ის ნაცვლად 6 კაცით ითამაშა, თუმცა მეტოქეს მაინც მოუგო.

ზელანდიამ ფიჯისთანაც დათმო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორე ტაიმში გამარჯვება შეძლეს და ფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისის ნაკრებს 33:12 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ გამეორდა წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, ინგლისელებმა ამჯერადაც 33 ქულა გაუშვეს, თუმცა თვითონ ორჯერ მოახერხეს ლელოს დადება.

ახალი ზელანდიის გზა ფინალამდე

ახალი ზელანდია 29:5 რუსეთი
ახალი ზელანდია 12:7 საფრანგეთი
ახალი ზელანდია 22:17 ფიჯი
ახალი ზელანდია 33:12 ინგლისი

ახალ ზელანდიელების ჰაკა ფინალის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები