Thumbnail
  • საქართველო 8:6 სლოვაკეთი
  • ნაკრების კაპიტანმა, ზურაბ რურუამ 3 გოლი გაიტანა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთთან გამარჯვებით დაასრულა და ტურნირზე მე-13 ადგილი დაიკავა. მართალია, რევაზ ჩომახიძის გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ჯგუფში ჩარჩენილ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

საქართველო-სლოვაკეთის შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველ მეოთხედში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, მეორე მეოთხედში კი 3-3 გოლი გაუტანეს ერთმანეთს და შედეგად, პირველი ტაიმი 4:4 დამთავრდა. მესამე მეოთხედიდან ქართველი წყალბურთელების უპირატესობა გამოიკვეთა და საბოლოოდ, რევაზ ჩომახიძის გუნდმა 8:6 დაამარცხა მეტოქე.

საქართველოს ნაკრების რიგებში 3 გოლი გაიტანა ზურაბ რურუამ, 2 დამირ ცრეპულიამ, თითოჯერ კი თავი მარკო ელაჩამ, გიორგი მაგრაქველიძემ და მიხეილ მაღათურიამ გამოიჩინეს. 

საქართველო 8:6 სლოვაკეთი

 

კომენტარები

ბოლო ამბები