Thumbnail
  • ინტერი 9-წლიანი პაექრობის გადმოტანას იტალიაში ცდილობს
  • ჭორები პირელის გენერალურმა დირექტორმა გაავრცელა...

არგენტინელის, რონალდოსთან 9-წლიანი პაექრობა ლა ლიგაში მას შემდეგ დასრულდა, რაც პორტუგალიელმა რამდენიმე კვირის წინ, რეალი დატოვა და სათამაშოდ სერია A-ში - იუვენტუსში გადავიდა.

მაგრამ აპენინები ამაზე არ ჩერდება და ახლა იუვესთან კოკურენციის გასამყარებლად, ინტერი ლიონელ მესის დამატებას ცდილობს!

ჭორები მესის შესახებ პირელის გენერალურმა დირექტორმა - მარკო ტრონჩეტიმ გაავრცელა - პირელი „ნერაძურის“ დიდი ხნის სპონსორია. იტალიაში დღევანდელი დღე, ტუტოსპორტის გარეკანით დაიწყო, სადაც ორი ლეგენდაა გამოსახული.

ეს ტრანსფერი, ისტორიის საინტერესო განვითარებას გვთავაზობს - დიდი პაექრობის მეორე სერია, ამეჯრად იტალიაში!

შეგახსენებთ, რომ ინტერი ტრადიციულად არგენტინასთან ახლოსაა და კლუბში უამრავ სამხრეთელს უთამაშია - ხავიერ ძანეტი, დიეგო სიმეონე, ესტებან კამბიასო, ერნან კრესპო, დიეგო მილიტო, კილი გონსალესი, ვალტერ სამუელი, ხუან სებასტიან ვერონი და სხვები, სხვადასხვა დროს მილანური გრანდის ფორმით თამაშობდნენ.

ინტერის დღევანდელი კაპიტანი - მაურო იკარდიც სწორედ მესის თანამემამულე გახლავთ, თუმცა სანაკრებო ისტორიებიდან გამომდინარე, ვიცით, რომ მესის იკარდისადმი დამოკიდებულება მაინცდამაინც კარგი არ არის

კომენტარები

ბოლო ამბები