Thumbnail
  • ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ნაკრებიდან წავიდა...
  • ლეგენდარულმა ექიმმა 20 წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა

მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ექიმი - ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ნაკრებიდან წავიდა. ამის შესახებ, გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრებმა DFB-ს ტვიტერის გვერდიდან შეიტყვეს.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ექიმი, რომელიც ბაიერნში 1977 წლიდან მუშაობს, ბოლო 20 წლის მანძილზე, პარალელურად ნაკრებშიც მოღვაწეობდა და გუნდთან ერთად არაერთ დიდ ტურნირზეა ნამყოფი...

მიულერ-ვოლფარტი ცნობილია თავისი ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებით, რის გამოც პეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და ბაიერნი 2015 წელს დატოვა კიდეც. თუმცა იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, ვეტერანი კლუბში დაბრუნდა.

ლეგენდარული ექიმი, გერმანელების გარდა, ბევი სხვა ქვეყნის ფეხბურთელისა თუ ძალოსანი სპორტსმენის რეაბილიტაციაში მონაწილეობდა - რონალდო, მაიკლ ოუენი, სტივენ ჯერარდი, უსაინ ბოლტი, ჯეიმი რედნაპი, მორის გრინი, კელი ჰოლმსი,ზინედინ ზიდანი და ა.შ.

უსაინ ბოლტი სტუმრად თავის ექიმთან, ოქტობერფესტზე...

ეს სია კიდევ გრძელდება, უსაინ ბოლტმა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი, ტრიბუნაზე მყოფ მიულერ-ვოლფარტს მადლობის ნიშნად უსახსოვრა...

კომენტარები

ბოლო ამბები