Thumbnail

ტიერი ანრის მთავარი მწვრთნელობა სურს | არსენალის ლეგენდა ჩემპიონშიფში მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 40 წლის ფრანგს ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა აღარ აკმაყოფილებს
  • ასტონ ვილაში საფრანგეთის ნაკრებისა და არსენალის ლეგენდის იმედი აქვთ
  • ტიერი ანრიმ ბირმინგემის კლუბის თანამფლობელებს თანხმობა უკვე უთხრა

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თანახმობა განაცხადა ინგლისური კლუბი ასტონ ვილა გაწვრთნას, რომელიც ჩემპიონშიფში გამოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს, რომლის ცნობით, ასტონ ვილას ახალი აქციონერები ნასეფ სავირისი და უეს ედენსი, კლუბის პრემიერლიგაში დაბრუნების ამოცანის გადასაჭრელად, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანრის საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევენ.

ანრის ოფიციალურად მიწვევამდე, კლუბის მფლობელებს ჯერ სტივ ბრიუსის გათავისუფლება მართებთ, რომელიც გუნდს 2016 წლიდან წვრთნის. ასევე უნდა განისაზღვროს კლუბის ბიუჯეტი და ანრის ხელფასი.

40 წლის ტიერი ანრი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული და გუნდს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რუსეთშიც ახლდა. ის ექსპერტად ტელეარხ Sky Sports-ზეც მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით თანამშრომლობა გაწყვიტა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანრის გუნდის გაწვრთნას დიდ ბრიტანეთსა და კიდევ ერთ ქვეყანაში სთავაზობდნენ.

ტიერი ანრი არსენალის ღირსებას 1999-2007 წლებში იცავდა. მას ასევე უთამაშია: მონაკოში, იუვენტუსში, ბარსელონასა და ნიუ იორკ რედ ბულსში. არის მსოფლიოს (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი.

სავირისი და ედენსი ასტონ ვილას აქციათა 27,5% ფლობენ. სავარისი ეგვიპტის უმდიდრესი ოჯახის წევრია, ედენსი - ამერიკელი მაგნატი, კლუბ მილუოკი ბაქსის მფლობელი.

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები