Thumbnail
  • კარმელო ენტონი კარიერას ჰიუსტონ როკიტსში გააგრძელებს
  • ჰიუსტონის ახალი სამეული: კრის პოლი - ჯეიმს ჰარდენი - კარმელო ენტონი

New York Times-ის მარკ შტაინის ინფორმაციით, ჰიუსტონ როკიტსი ვეტერან ვარსკვლავ კარმელო ენტონის გაიფორმებს. ენტონიმ ბოლო სეზონი ოკლაჰომაში გაატარა, სადაც ნიუ იორკ ნიკსიდან მოხვდა. 

19 ივლისს ოკლაჰომამ სამგუნდიან ტრეიდში მიიღო მონაწილეობა, რომლის წყალობითაც კარმელო ატლანტაში მოხვდა. ატლანტამ კი ვეტერანი გუნდიდან გაუშვა და 34 წლის ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა. ენტონი ჰიუსტონთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. 

კარმელოს ცუდი სეზონი ჰქონდა - საშუალოდ 16.2 ქულა და 40%-იანი სროლის პროცენტი "ოლ სტარის" 10-გზის მონაწილისთვის კარიერაში ყველაზე ცუდია.  ჰიუსტონში ენტონი ტრიუმვირატს შექმნის ასოციაციის MVP ჯეიმს ჰარდენთან და კრის პოლთან ერთად. 

ენტონი NBA-ს 15-წლიან კარიერაში 24.1 ქულას აგდებდა თამაშში, თუმცა მას ერთხელ კონფერენციის ფინალი აქვს მხოლოდ ნათამაშები და საკლუბო ტიტული არ გააჩნია. კარმელო ენტონი ჰიუსტონს ვეტერანის მინიმუმზე - 2.4 მილიონ დოლარზე დათანხმდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები