Thumbnail

U18 საქართველოს ნაკრები მაკედონიაში მიემგზავრება | სკოპიეში ევროპის ჩემპიონატია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U18 საქართველოს ნაკრების მეტოქეები: ბელგია, უნგრეთი, ავსტრია, ესტონეთი, აზერბაიჯანი
  • პირველი მატჩი 27 ივლისს: U18 საქართველო v U18 ესტონეთი

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები თურქეთიდან მაკედონიაში მიემგზავრება, სადაც ქალაქ სკოპიეში 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გაიმართება. ბუბა ბერიშვილის და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი სტამბოლში 17 ივლისიდან იმყოფებოდა, სადაც 4 საკონტროლო მატჩი გამართა ევრობასკეტის კემპის მონაწილე მოთამაშეებისგან შემდგარ გუნდებთან.
 
2 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2 მარცხი განიცადა. წაგებულ შეხვედრებში ქართველების წინააღმდეგ ითამაშეს კემპის ძლიერმა გუნდებმა, რომლებიც ამერიკელი, ბერძენი, კანადელი და პოლონელი 18-წლამდე მოთამაშეებისგან იყვნენ დაკომპლექტებულნი.
 
საქართველოს ნაკრები მაკედონიაში ტურნირის დაწყებამდე 4 დღით ადრე ჩადის, რათა აკლიმატიზაციის გასავლელად და სავარჯიშოდ საკმარისი დრო ჰქონდეს. ნაკრებს სკოპიეში ბულგარეთიდან შეუერთდება რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 

ჯგუფში ქართველების მეტოქეები ბელგიის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპზე ჯგუფში 2 საუკეთესო გუნდი გავა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს 27 ივლისს, ესტონეთთან მატჩით დაიწყებს

კომენტარები

ბოლო ამბები